ყვავილოვანი კომბოსტოს ქარი-სუპი ტაილანდურ მანერზე
დაგვჭირდება:
4 საშუალო სტაფილო
1 თავი ყვავილოვანი კომბოსტო
1 თავი ხახვი
3 კბილი ნიორი
2 ს.კ. დაფქული ჯინჯერი
1 ს.კ. დაფქული ყვითელი ჯინჯერი (გალანგალი, ტურმერიკი)
1 ღერი ლემონგრასი (გარეგნულად მწვანე ხახვს წააგავს, მაგრამ სულ სხვა არომატი აქვს)
250 მლ ქოქოსის რძე
1,5 ლიტრი ქათმის ბულიონი ან წყალი
1 ს.კ. ტაილანდური პასტა ქარი
1 ცალი წითელი წიწაკა ჩილი
მარილი
3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
1 ლაიმის წვენი
2-3 ღერი ქინძი
სქელძირიან ქავბში მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, შემდეგ დავუმატოთ ნიორი, ჯინჯერი და გალანგალი, ქარის პასტა, ლემონგრასი და სტაფილო. კარგად მოვურიოთ. ამის შემდეგ, დავუმატოთ დანაწევრებული ყვავილოვანი კომბოსტო (ცოტადენი გადავდოთ გასაფორმებლად), დავასხათ ბულიონი ან წყალი და მივიყვანოთ ადუღებმადე. (ქათმის ბულიონი უფრო გაამდიდრებს და ნოყიერსაც გახდის ჩვენ წვნიანს, თუმცა უფრო მსუბუქი ვარიანტიც შეგიძლიათ მოამზადოთ და წყალი დაუმატოთ. ეს ვარიანტი ვეგეტარიანელებისთისაც მშვენიერი გამოსავალია). ვხარშოთ ერთი 10 წუთი, შემდეგ დავუმატოთ ქოქოსის რძე, მივიყვანოთ ადუღებამდე, მაგრამ არ ვადუღოთ. დავუმატოთ ლაიმის წვენი, გამოვრთოთ ქურა და დავაბლენდეროთ. დავუმატოთ მარილი, კარგად მოვურიოთ და გადავიტანოთ პორციულ თეფშებზე. აქვე ჩავდოთ გადადებული ყვავილოვანი კომბოსტო (წინასწარ უნდა მოვბრაწოთ). ზევიდან ყველა ულუფას მოვაყაროთ ცოტაოდენი ქინძი და თხლად დაჭრილი წითელი წიწაკა.
გემრიელად მიირთვით!