top of page

ყურძნის, ფეტას და ბეკონის სალათი ფრანგული აიოლის სოუსით

დაგვჭირდება:

1 მტევანი ვარდისფერი უწიპწო ყურძენი

100 გ ბეკონი

100-150 გ ფეტა

რუკოლას და სალათების მიქსი

50 გ ნიგოზი

1 თავი წითელი ხახვი

აიოლის სოუსისთვის:

5 კბილი ნიორი

250 მლ ზეითუნის ზეთი

1 კვერცხის გული

1 ს.კ. ლიმნის წვენი

მწიკვი მარილი

ფრანგული ნივრის სოუსი მოვამზადოთ ჩვენი ძველი რეცეპტით.

ტაფაზე შევბრაწოთ ბეკონი.

ყურძნის ლებნები გავჭრათ შუაზე, ნიგოზი მსხვილად დავამტვრიოთ და ოდნავ მოვხალოთ. სალათის ფოთლები გავრეცხოთ და გავაშროთ, ხახვი თხლად დავჭრათ. ყველაფერი ერთად შევურიოთ და დავუმატოთ დაფშვნილი ყველი. შემდეგ დავუმატოთ ბეკონი და მოვასხათ სოუსი აიოლი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page