top of page

ჭარხლის წვნიანი ფეტას ტოსტებით


დაგვჭირდება:

5 საშუალო ჭარხალი

1 სტაფილო

1 თავი ხახვი

2 კბილი ნიორი

1- 2 ძირი ნიახური

200 გ ყველი ფეტა

1,5 ლიტრი ხორცის ბულიონი ან წყალი

40 მლ 33% ნაღები

1 ბაგეტი მცენარეული ზეთი (ზეითუნის, სიმინდის ან მზესუმზირის) მარილი

შავი პილპილი

გარეცხილი ჭარხალი გავახვიოთ ფოლგაში და გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში. სიმარტივისთვის, შესაძლოა ჭარხალი უბრალოდ მოვხარშოთ, მაგრამ ღუმელში გამომცხვარი ბოსტნეული გაცილებით გემრიელია და კერძს თავის განუმეორებელ პეწს სძენს.

სტაფილო გავხეხოთ, ხახვი და ნიახური წვრილად დავჭრათ.

სქელძირიან ქვაბში ზეთში მოვთუშოთ ხახვი, სტაფილო და ნიახური. შემდეგ დავუმატოთ წყალი ან ბულიონი, მარილი და ვადუღოთ ერთი 15 წუთი. ამის შემდეგ დავამატოთ კუბებად დაჭრილი ჭარხალი (ერთი ცალი გადავდოთ) და ვხარშოთ კიდე ერთი 10 წუთი.

გამზადებული წვნიანი დავაბლენდეროთ, შემდეგ ჩავამატოთ თხლად დაჭრილი გადადებული ჭარხალი, მივიყვანოთ ადუღებამდე და გამოვრთოთ ქურა.

ბაგეტი დავჭრათ, დავტოსტოთ ან გავხუხოთ ტაფაზე, წავუსვათ შუაზე გაჭრილი ნიორი. ფეტა და ნაღები კარგად ავსრისოთ ერთად, გადავუსვათ გახუხულ პურს. დარჩენილ ფეტას მასას მივცეთ პატარა გუნდების ფორმა. გადმოვიღოთ წვნიანი ტეფშზე, ჩადოთ და 1-2 ფეტას გუნდა და მივატანოთ გახუხული ფეტას პურები.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page