top of page

შოკოლადის მუსი


დაგვჭირდება:

4 კვერცხი

2 ს.კ. შაქარი

100 გ შავი შოკოლადი

100 გ კარაქი

1 ს.კ. რომი ან კონიაკი

მწიკვი მარილი

ვანილი

შავი შოკოლადი და კარაქი გავალღვოთ ორთქლზე, გადმოვდგათ და დავუმატოთ ვანილი, 1 ს.კ. კონიაკი ან რომი.

ცალკე ძალიან მაგრად ავთქვიფოთ კვერცხის ცილა, დავუმატოთ შაქარი, მწიკვი მარილი, შემდეგ თითო-თითო კვერცხის გულები. კარგად რომ ავთქვიფავთ, დავუმატოთ შოკოლადის მასა, მოვურიოთ.

გავანაწილოთ ფორმებში და შევდოთ მინიმუმ 6 საათით მაცივარში.

სურვილისამებრ, ზევიდან შეგვიძლია მოვრთოთ ათქვეფილი ნაღებთ, ქოქოსის ან ნუშის ფანტელით, სხვა თხილეულით და ა.შ.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page