top of page

ზღვის ბიბილო შამპანურით Saint-Jacques


ეს ნამდვილად სადრესასწაულო კერძი სამაოდ მარტივი მოსამზადებელია. მთავარია, მოიპოვოთ საჭირო ინგრედიენტები, რაც, საბედნიეროდ, ბოლო დროს შესაძლებელი გახდა. აუცილებლად მოამზადეთ ერთხელ მაინც, საოცარი ნეტარება გელით!

4 პორციისთვის დაგვჭირდება:

16-20 დიდი ზღვის ბიბილო

1 თავი თეთრი ხახვი

250 მლ მაღალცხიმიანი ნაღები

625 მლ მშრალი შამპანური

1 ს.კ. ზეიტუნის ზეთი

20 გ კარაქი

მარილი

წიწაკების მიქსი

ხახვი თხლად დავჭრათ, მოვთუშოთ ზეთსა და კარაქში დაახოებით 5 წუთი, უნდა გახდეს გამჭვირვალე. დავუმატოთ ზღვის ბიბილო, შევბრაწოთ 1-2 წუთი ორივე მხრიდან (უნა გაოქროსფერდეს), მოვაყაროთ მარილი და წიწაკები და გადავდოთ ცალკე. ხახვს კი დავუმატოთ შამპანური და ვთუშოთ ერთი 10-15 წუთი. შემდეგ დავუმატოთ ნაღები და მივიყვანოთ ადუღებამდე.

გავანაწილოთ სოუსი 4 პორციულ თეფშზე და გავანაწილოთ ზევიდან ზღვის ბიბილო.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page