ორცხობილა-გულები
დაგვჭირდება:
100 გ კარაქი
1 ჭიქა შაქარი
1 კვერცხი
1 ს.კ. თაფლი
1 ჩ.კ. ლიმონის წვენში გახსნილი 0,5 ჩ.კ. სოდა
0,5 ჩ.კ. დარიჩინი
დანის წვერზე მიხაკი
0,5 ჩ.კ. შავი წიწაკა
მწიკვი მარილი
2-2,5 ჭიქა ფქვილი
მინანქრისთვის:
1 ჭიქა შაქრის პუდრა
1 კვერცხის ცილა
1 ჩ.. ლიმონის წვენი
საკვები საღებავი
მძივები და სხვა მოსართავი
დარბილებული კარაქი და შაქარი გავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, ლიმონის წვენში გახსნილისოდა, სანელებლები, ფქვილი. ცომი მოზელვის შემდეგ ხელზე არ უნდა გვეკრობოდეს და ეს ფზვილით უნდა დავარეგულიროთ.
ცომს გადავაკრათ პლასტიკი და შევდოთ მინიმუმ 40 წუთით მაცივარში.
შემდეგ გავაბრტყელოთ და გამოვჭრათ გულის ფორმები.
გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 15 წუთი. ფორმას დავუფინოთ საცხობი ქაღალდი.
სანამ ორცხობილები გრილდება, მოვამზადოთ მინანქარი: შაქრის პუდრა, ლიმონის წვენი და კვერცხის ცილა შევურიოთ ერთმანეთს, ავთქვიფოთ მიქსერით დაბალ სიჩქარეზე და როცა მასა გასქელდება ბეზესავით , დავუმატოთ სასურველი ფერის სარებავი.
მოვრთოთ სრულად გაციებული ორცხობილები და დავტოვოთ ერთი-ორი საათით გასაშრობად.
გემრიელად მიირთვით!