top of page

სპანაკოპიტა-ბერძნული ისპანახის ღვეზელი


დაგვჭირდება:

450-500 გ ფილოს ცომი

1 კგ ისპანახი

250 გ ყველი ფეტა

1 კონა მწვანე ხახვი

პატარა კონა ოხრახუში

2 კვერცხი

225 გ კარაქი

მარილი

შავი წიწაკა

დანის წვერზე- მუსკატი

80 მლ ზეითუნის ზეთი

სქელძირიან ტაფაზე გავახუროთ ცოტაოდენი ზეთი და მოვთუშოთ ამ ზეთში კარგად გარეცხილი ისპანახი (ჩავდოთ ტაფაში ისპანახი პორციებად). როგორც კი ისპანახი დარბილდება, დაახლოებით 2 წუთში გადმოვდოთ ის საწურზე, შემდეგ კი მსხვილად დავკეპოთ.

ტაფაზე მოვასხატ დარჩენილი ზეთი და მოვთუშოთ ამ ზეთში წვრილად დაჭრილი მსვანე ხახვი, დაახლოებით 2-3 წუთი. შემდეგ დავუმატოთ ხახვს გადაწურული და დაკეპილი ისპანახი, წვრილად დაჭრილი ოხარხუში, მარილი, წიწაკა და მუსკატი. ვთუშოთ ერთა -2 წუთი, შემდგ კი გამოვრთოთ ქურა და გავაგრილოთ. გაგრილებულ მასას დავუმატოთ დაფშვნილი ყველი ფეტა და ათქვეფილი კვერცხი.

საცხობ ფორმას გადავუსვათ გამლღვალი კარაქი.

ფილოს ცომი კარგად გავაბრტყელოთ და დავჭრათ ბასრი დანით 10x30 ზომის მართკუთხედებად. გადავაფაროთ ცომს პერგამენტი და ჩაის ტილო, რადგან ფილოს ცომი ძალიან მალე შრება და ხმება.

გადავუსვათ ერთ მართკუთხედს გამლღვალი კარაქი (ეს ძალიან მოსახერხებელი კულინარიული ფუნჯით), გავანაწილოთ ერთი ჩაის კოვზი ისპანახის შეგთავსი, და დავახვიოთ ჩვენი მართკუთხედი ისე, როგორც დროშას ახვევენ. უნდა გამოგვივიდეს ლამაზი სამკუთხედი. ასე ვაგრძელებთ და ვახვევთ ყველა ღვეზელს. ღვეზელებს ვალაგებთ კარაქიან საცხობ ფორმაზე და ვაფარებთ ჩაის ტილოს, იმ მომენტამდე, სანამ შევდებთ ღუმელში.

ყველა სამკუთხდი როცა მოტავსდება საცხობ ფორმაზე, გადავუსვათ მათ ზევიდანაც გამლღვალი კარაქი და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ რუმელში დაახლოებით 25 წუთით. ჩვენი სამკუთხა ღვეზელები გაოქროსფერდება და ხრაშუნა გახდება.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page