ავსტრიული ორცხობილები ლინციდან
დაგვჭირდება:
200 გ კარაქი
150გ შაქარი
2 კვერცხის გული
100 გ დაფქული თხილი
ლიმონის წვენში გახნილი 0,5 ჩ.კ. სოდა
ვანილი
მწიკვი მარილი
250 გ ფქვილი
ნახევარი ლიმონის ცედრა
ჟოლოს ჯემი
შაქრის პუდრა
ავთქვიფოთ შაქარი და კარაქი, დვაუმატოთ კვერცხის გული, ვანილი, მარილი, ლიმონის წვენშ გახსნილი სოდა, დაფქული თხილი და ფქვილი.
მოვზილოთ ცომი, გადავაკრათ პლასტიკი და შევდოთ 1 საათით მაცივარში.
შემდეგ გავაბრტყელოთ ცომი, გამოვჭრათ ფორმები- ნახევარს ამოვუჭრათ გულები.
გამოვაცოთ ორცხობილები 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 15 წუთი.
გაგრილებულ მთელ-მთელ ორცხობილებს გადავუსვათ ჟოლოს ჯემი, ხოლო გულამოჭრილებს მოვაყაროთ შაქრის პუდრა და ავაწყოთ.
გემრიელად მიირთვით!