top of page

პასტა ქათმის მითბოლებით


დაგვჭირდება:

500 გ პასტა

1 კგ ქათმის ან ინდაურის ფარში

3 ბილი ნიორი

ნახევარი ლიმონის წვენი და ცედრა

1 კვერცხი

150-200 გ პანკო

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

50 გ კარაქი

1 პატარა კონა ოხრახუში

200 გ ისპანახი

150-200 გ გახეხილი პარმეზანი

50 მლ თეთრი მშრალი ღვინო

მარილი

შავი წიწაკა

პასტა მოვხარშოთ ალ დენტე. სანამ პასტა მოიხარშება, მოვამზადოთ მითბოლები: ფარშს დავუმატოთ ნიორი, კვერცხი, მარილი და წიწაკა. კარაგდ მოვურიოთ და გამოვძერწოთ პატარა ბურთები. ამოვავლოთ ბურთები პანკში და შევწვათ სქელძირიან ტაფაზე, ზეთსა და კარაქში. მითბოლები გადავდოთ ცალკე, ტაფას კი მოვასხათ ღვინო, წამოვადუღოთ, დავუმატოთლიმონის ცდრა და წვენი, შემდეგ კარგად გარეცხილი ისპანახი და მოვთუშოთ ერთი -2 წუთი. დავაბრუნოთ მითბოლები ტაფაზე და ერთხელ კარგად ამოვურიოთ.

გამზადებული პასტა გადავწუროთ, მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი და წვრილად დაჭრილი ოხარხუში და შევურიოთ მითბოლები ისპანახთან ერთად.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page