top of page

პასტა-ბოლონეზე არყით

ტრადიციული პასტა-ბოლონეზეს რეცეპტი ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ. დღეს კი ამ არაჩვეულებრივ სოუსის ახლებურ საინტერესო, გემრელ და პიკანტურ ვერსიას გთავაზობთ

დაგვჭირდება:

500 გ პასტა ფეტუჩინი

500 გ საქონლის ფარში

100 გ იტალიური ცხარე სოსისი ან მექსიკური ჩორიზო

1-2 თავი ხახვი

2 სტაფილი

1 დიდი ქილა პომიდორი თავის წვენში

2 ს.კ. ტომატ-პასტა

2 ძირი ნიახური

1 დაფნის ფოთოლი

1 ჩ.კ. ბაზილიკი

1-2 ღერი ნორჩი ბაზილიკი

1-2 ღერი ბეგქონდარა, ან 05 ჩ.კ. ხმელი

მარილი

შავი წიწაა

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

50 გ კარაქი

200 გ პარმეზანი

100 მლ არაყი

ხახვი წვრილად დავჭრათ და მოვთუშოთ სქელძირიან, ღრმა ტაფაზე, ზეთსა და კარაქში. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი სტაფილო, ნიახური, შემდეგ ხორცის ფარში და ვთუშოთ ერთი 5 წუთი. ამის შემდგ, დავუმატოთ კანგაცლილი პომიდორი თავის წვენში, ტომატ-პასტა, დაფნს ფოთოლი, ბაზილიკი, ბეგქონდარა და ვთუშოთ ყველაფერი ერთად დახლებით 20-30 წუთი დაბალ ცეცხლზე თავდახურულ ტაფაში.

სოუსი კარგად რომ მოითუშება, დავუმატოს მას მარილი და წიწაკა, მოვასხათ არაყი და ვთუშოთ კიდე ერთი 5 -7 წუთი.

პასტა მოვხარშოთ ალ დენტე. გადავწუროთ, მოვასხათ გამზადებული სოუსი ბოლონეზე, ზევიდან კი მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი და ნორჩი ბაზილიკი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page