top of page

გოგრის ბრიოშები


დაგვჭიდება:

500 გ გოგრა

450 გ ფქვილი

2 კვერცხი

40 გ შაქარი

1/4 ჩ.კ. მარილი

1 ს.კ. საფუარი

100 გ კარაქი

100 მლ რძე

ცალკე:

1 კვერცხის გული

2-3 ს.კ. რძე

გოგრა გამოვაცხოთ და დავსრისოთ.

2 ს.კ. თბილ რძეს დავამატოთ 1 ჩ.კ. შაქარი, 1 ჩ.კ. ფქვილი, გავხსნათ შიგნით საფუარი, გადავდოთ თბილ ადგილას და დაველოდოთ ერთი 15 წუთი, რომ ამუშავდეს.

ცალკე, მოზრდილ ჯამში გავცრათ ფქვილი, დავუმატოთ შაქარი და მარილი, დავუმატოთ ათქვეფილი კვერცხი, გამლღვალი კარაქი, რძეში გახსნილი საფუარი და გოგრის პიურე. კარგად მოვზილოთ ცომი. უნდა მივიღოთ პრიალა ცომი, რომელიც არ გვეკრობა ხელებზე. გადავფაროთ ცომს პლასტიკი და დავდოთ თბილ ადგილას ერთი 2-3 საათით ამოსაფუებლად (შეგიძლიათ მთელი ღამითაც დატოვოთ და დილას დააცხოთ ფუნთუშები).

საკმარისი დრო რომ გავა, ცოტა ჩავზილოთ ამოფუებული ცომი, ისევ გადავაფაროთ პლასტიკი და კიდე ერთი-ორი საათით დავტოვოთ თბილ ადგილში.

ამის შემდეგ, გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსამდე, ცომი გავყოთ 8 ნაწილად და გამოვძერწოთ ფუნთუშები. ფუნთუშბი მოვათავსოთ საცხობ ფორმაში და ფუნჯით გადავუსვათ ზევიდან რძეში გათქვეფილი კვერცხის გული. ლამაზად დავსწეროთ ან შევკრათ კულინარული ძაფით ისე, რომ პატარა გოგრებს ჰგავდენ და გამვაცხოთ დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page