მსხლის სალათი ნიახურით
დაგვჭირდება:
1 კონა მწვანე სალათის ფოთლები
2 მაგარი ჯიშის მსხალი
2 მსხვილი ნიახურის ღერო
100 გ ჰოლანდიური ყველი
50 გ პეკანი
2 ს.კ. ვაშლის ძმარი
2 ს.კ. თაფლი
1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
მარილი
შავი წიწაკა
ნიახურის ღეროები დავჭრათ თხლად.
მოვამზდოთ დრესინგი: ვაშლის ძმარი, თაფლი, ზეითუნის ზეთი, მწიკვი მარილი და ცოტაოდენი შავი წიწაკა ავთქვიფოთ, დავუმატოთ თხლად დაჭრილი მსხალი, ნიახური, კუბებად დაჭრილი ყველი, მოხალული პეკანი და კარგად მოვურიოთ. გადავიტანოთ ეს მასა სალათის ფოთლებზე და ერთხელ ამოვურიოთ.
გემრიელად მიირთვით!