მსხლის სალათი შებოლილი სულგუნით
დაგვჭირდება:
1 მაგარი ჯიშის არომატული მსხალი
1 კონა სალათების მიქსი
50 გ შებოლილი სულგუნი
50 გ ნიგოზი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
ნახევარი ლიმონის წვენი
2 ს.კ. ნაშარაბი
შავი წიწაკა
მარილი
სალათის ფოთლები გავრეცხოთ და გავამშრალოთ. მოვაყაროთ მოხალული ნიგოზი, თხლად დაჭრილი მსხალი, მსხვილ სახეხზე გახეხილი სულგუნი. ზეითუნის ზეთი, ნაშარაბი, ლიმონის წვენი, წიწაკა და მარილი კარგად ავთვიფოთ და მოვახათ სალათს.
გემრიელად მიირთვით!