ჭარხლის კრემ-სუპი
დაგვჭირდება:
3 საშუალო ჭარხალი
1 სტაფილო
1 თავი ხახვი
1 კბილი ნიორი
1-2 ცალი დაფნის ფოთოლი
1 ძირი ნიახური
1 ძირი ოხრახუში
2 ძირი კამა
200 გ არაჟანი ან ნაღები
5-7 სურნელოვანი წიწაკის მუხუდო
მარილი
სურვილისამებრ, კედარის თხილი და პარმეზანი
ჭარხალი გავრეცხოთ და გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ერთი საათის განმავლობაში.
სტაფილო დავჭრათ კუბებად, დავუმატოთ მთლიანი თავი ხახვი, ნიორი, დაფნის ფოთოლი, სურნელოვანი წიწაკა და მწვანილები. დავასხათ დაახლოებით 1 ლიტრი წყალი და ვადუღოთ ერთი 20 წუთი. შემდეგ ამოვიღოთ ხახვი, ნიორი, მწვანილები, დაფნა დ სურნელოვანი წიწაკის მუხუდო, დავუმატოთ კუბებად დაჭრილი გაფცქვნილი ჭარხალი, მარილი, წამოვადუღოთ და დავაბლენდეროთ.
გადმოვიღოთ წვნიანი პორციულ თეფშებზე, დავამატოთ არაჟანი ან ნაღები. სურვილისამებს, მოვაყაროთ ახლადდაფქული შავი წიწაკა. ასევე, არაჩვეულებრივი იქნება თუ მოვაყრით ცოტაოდენ კედარის თხილს და გახეხილ პარმეზანს, თუმცა ეს წვნიანი ისედაც ძალიან გემრიელია.
განსაკუთღებით უხდება ჭვავის პური.
გემრიელად მიირთვით!