გამომცხვარი პური შტოშით და ყველით ბრი
დღეს საოცარი აპეტაიზერის რეცეპტი უნდა გასწავლოთ!
დაგვჭირდება:
1 მოზრდილი ფრანგული თეთრი პური
250 გ ყველი ბრი
100 გ კარაქი
2 ღერი როზმარინი
2 ღერი ბეგქონდარა
1 ქილა შტოშის (ან მოცხარის) ჯემი, დაახლოებით 400 გ
შავი წიწაკა
მარილი
პური დავსეროთ სიგრძეზე და სიგანეზე ისე, რომ ბოლომდე არ გავჭრათ. ყველა ჭრილს წავუსვათ შტოშის სოუსი, შემდგ ცავალგოთ შიგნით ყველის ნაჭრები, მოვაყაროთ როზმარინი და ბეგქონდარა და მოვასხათ გამლღვალი კარაქი. ბოლოს მოვაყაროთ ცოტაოდენი მარილი და წიწაკა.
შევდოთ 180 გრადუსამდე გახურეულ ღუმელში დაახლოებით 15 წუთით და ჩვენი არაჩვეულებრივი აპეტაიზერიც მზადაა!
გემრიელად მიირთვით!