top of page

მექსიკური ბრინჯი ლობიოთი


დაგვჭირდება:

500 გ გრძელი ბრინჯი

1 ქლია წითელი ლობიო

1 პატარა ქილა სიმინდი

2 პომიდორი

4 კბილი ნიორი

1 თავი ხახვი

1 ს.კ. ზეითუნის ზეთი

1 პატარა წითელი წიწაკა ჩილი

მარილი

შავი წიწაკა

სქელძიიან ტაფაზე გავახუროთ ზეთი, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი და წიწაკა ჩილი. მოვთუშოთ, სანამ ხახვი გავჭვირვალე არ გახდება, შემდეგ კი დავამატოთ ბრინჯი, მოვურიოთ კარგად და დავასხათ წყალი, ისე რომ დაფაროს. მივიყვანოთ ადუღებამდე, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ანგაცლილი პომიდორი, დავახუროთ თავსახური და მოვამზადოთ დაბალ ცეცხლზე ერთი 15 წუთი. თუ წყალი არ გვეყო, დავამატოთ.

მოხარშულ ბრინჯს დავახუროთ თავსახური და გავაჩეროთ ასე ერთი 5 წუთი, შემდეგ კი დავუმატოთ ლობიო და სიმინდი, მარილი, შავი წიწაკა და კარგად მოვურიოთ.

გემრილად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page