პასტა ალ' ამატრიჩიანა
დაგვჭირდება:
500 გ პასტა ბუკატინი (ან ნებისმიერი სხვა, თქვენი გემოვნებით)
3-4 ბილი ნიორი
1 თავი ხახვი
100 გ ბეკონი
500 გ კანგაცლილი პომიდორი თავის წვენში
100 გ პეკორინო ან პარმეზანი
2 ს.კ. კარგი იტალიური ზეითუნის ზეთი
მარილი
შავი წიწაკა
წითელი ცხარე წიწაკა ჩილი
სქელძირიან ღრმა ტაფაში გავახუროთ ზეთი, დავუმატოთ თხლად დაჭრილი ნიორი, წიწაკა ჩილი და წვრილად დაჭრილი ბეკონი. მოვთუშოთ ყველაფერი ერთად. ცხიმი რომ დადნება, წიწაკა და ნიორი კი თავის არომატებს გასცემენ, ბეკონი ამოვიღოთ და გადავდოთ ცალკე, ხოლო ნიორი და წიწაკა ჩილი გადავყაროთ. გამოყოფილ ცხიმში მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხავი. როცა ხახვ გამჭვირვალე გახდება, დავუმატოთ პომიდორი და ვთუშოთ სოუსი დაახლოებით 40 წუთი დაბალ ცეცხლზე.
გამზადებულ სოუსს დავუმატოთ მარილი და შავი წიწაკა.
სანამ სოუსი ითუშება, მოვხარშოთ პასტა-ბუატინი ალ დენტე. გადავწუროთ, მაგრამ შევიახოთ ერთი ჭიქა პასტას ნახარში წყალი- შეიძლება სოუსის გასაზავებლად დაგვჭირდეს.
პასტას მოვაყაროთ ბეკონი, მოვასხათ პომიდორის ცხარე და არომატული სოუსი და უხვად მოვაყაროთ პეკორინო ან პარმეზანი. იტალიელები როგორც ამბობენ, პარმეზანი ზედმეტი არ არსებობს!
გემრიელად მიირთვით!