ღორის ხორცი ნივრით და ბრუსელის კომბოსტოთი
დაგვჭირება:
1 კგ რბილი ღორის ხორცი
800 გ ბრუსელის კომბოსტო
2 თავი ხახვი
4-5 კბილი ნიორი
ცოტაოდენი პაპრიკა
შავი წიწაკა
მარილი
50 გ კარაქი
კომბოსტო გავრეცხოთ, მოვაშოროთ დმჭკნარი ფოთლები, გავჭრათ შუაზე და მოვაყაროთ მარილი. გადავდოთ ერთი საათით. შემდეგ გავავლოთ წყალი და გადავწუროთ.
სქელძირიან ტაფაზე კარაქში მოვბრაწოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი, შემდეგ დავუმატოთ გადაწურული კომბსტო. მოვრაწოთ ყველაფერი ერთად და გადავიტანოთ ცალკე ჭურჭელში.
ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა და მოვბრაწოთ იგივე ტაფაზე ყველა მხრიდან.
მობრაწულ ხორცს დავამატოთ ბოსტნეული, მოვაყაროთ პაპრიკა და ვთუშოთ ერთად დაბალ ცცხლზე დაახლოებით 10 წუთი.
გემრიელად მიირთვით!