ბრიოში ყაყაჩოს შიგთავსით
დაგვჭირდება:
1 კვერცხი
100 გ შაქარი
80 გ კარაქი
200 მლ რძე
350-400 გ ფქვილი
2 ჩ.კ. საფუარი
მწიკვი მარილი
შიგთავსისთვის:
100 გ ყაყაჩო
60 გ შაქარი
ცალკე:
1 კვერცხის გული
1 ს. კ. რძე
შემთბარ რძეში გავხსნათ შაქარი და საფუარი, დავუმატოთ 1-2 ს.კ. ფქვილი და კარგად მოვურიოთ. დავდოთ თბილ ადგიმას ამოსაფუებლად ერთი 20 წუთით.საფუარი რომ ამუშვდება და ამოფუმფულდება, დავუმატოთ გამლღვალი კარაქი, შევათქვიფოთ კვერცხი, მარილი და კარაგდ მოვურიოთ. შემდეგ დავამატოთ ფქვილი და კარაგდ მოვზილოთ ცომი. გადავაკრათ ცომს პლასტიკი და გადავიტანოთ თბილ ადგლას ერთი საათით.
ამოფუებული ცომი ჩავზილოთ და დავტოვოთ კიდე რრთი საათით თბილ ადგილში.
ამასობაში, ყაყაჩოს დავასხათ მდუღარე წყალი, დავაფაროთ თავსახური და დავიტოვოთ ასე ერთი ნხევარი საათით. შემდეგ გადავწუროთ, შევურიოთ შქარი და დავაბლენდეროთ ხლის ბლენდერით.
გავყოთ ცომი ორ ან სამ ნაწილად, გავაბრტყელოთ, გადავუსვათ ყაყაჩოს შიგთავსი და გადავახვიოთ. მივცეთ ბრიოშის ფორმა და გადავიტანოთ საცხობ ფორმაზე. გადავუსვათ ათქვფილი რძე და კვერცხის გული, გადავაფაროთ ჩაის ტილო და დაველოდოთ კიდე ერთი ნახევარი საათი ამოფუებას.
გამოვაცხოთ ჩვენი ბრიოშები 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ერთი 20 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!