top of page

გამომცხვარი პიცა- პური


დაგვჭირდება:

1 მოზრდილი თეთრი პური (ჩიაბატა-იდეალური იქნება)

100 გ კარაქი

200 გ ყველი ჩადარი

1 დიდი მოცარელას ბურთი

10 თხელი ნაჭრი პეპერონი

5 ნაჭერი ლორი

3 ღერი ოხრახუში

2 ღერი ბაზილიკი

3 კბილი ნიორი

ნახევარი ლიმონის წვენი

15 გ პომიდვრის ჩირი

2-3 მოზრდილი მწიფე პომიდორი

შავი წიწაკა

მარილი

პური დავსეროთ სიგრძეზე და სიგანეზე ისე, რომ ბოლომდე არ გავჭრათ. ნიორი გავსრისოთ და შევურიოთ დარბილებულ კარაქს. პურს ყველა ჭრილში წავუსვათ ნივრიანი კარაქი, შემდგ ჩავალგოთ შიგნით ძეხვეული, თხლად დაჭრილი პომიდორი და პომიდვრის ჩირი, ჩედარის და მოცარელას ნაჭრები, მოვაყაროთ ბაზილიკი და მოვასხათ ლიმონის წვენი. მოვაყაროთ მარილი და წიწაკა.

შევდოთ 180 გრადუსამდე გახურეულ ღუმელში დაახლოებით 15 წუთით.

გამომცხვარ პურს მოვაყაროთ თხლად დაჭრილი ოხრახუში.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page