ხბოს ხორცი ფენოვანი ცომის საფარით
დაგვჭირდება:
200 გ ფენოვანი ცომი
500 გ ხბოს რბილი ხორცი
5-6 ფირფიტა ბეკონი
500 გ შამპინიონი
5 მოზრდილი თავი ხახვი
1 სტაფილო
4-5 კარტოფილი
250-300 გ ბროკოლი
2 ბულგარული წიწაკა
შავი პილპილი
მარილი
2-3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
100 გ არაჟანი
200 გ გაუდა
ხორცი დავჭრათ წვრილად, მოვთუშოთ დაბალ ცეცლხზე და გადავდოთ.
ხახვი დავჭრათ თხლად და მოვთუშოთ ზეთში, შემდეგ დავუმატოთ თხლად დაჭრილი სტაფილო, რომ დარბილდება დავუმატოთ ოთხად გაჭრილი შამპინიონი და კუბებად დაჭრილი კარტოფილი. ვთუშოთ ერთად ერთი 5 წუთი. დავუმატოთ ბროკოლი და ბულგარული წიწაკა.
მოთუშული ხორცი დავუმატოთ ბოსტნეულს, იქვე დავაატოთ ბეკონი და ვთუშოთ ყველაფერი ერთად ერთი ორი წუთი. შემდეგ დავუმატოთ არაჟანი, კარგად მოვურიოთ. გადავიტანოთ ყველაფერი პორციულ ცეცხლგამძლე ჭურჭელში, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და გადავაფაროთ თხლად გაბრტყელებული ფენოვანი ცომი.
შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ერთი 30 წუთით.
გემრიელად მიირთვით!