ანიოლინი- რავიოლი მანტუიდან
მანტუაში, ისევე როგორც მთელ იტალიაში ამზადებენ საკუთარი სახეობის ტორტელინის და რავიოლის და მათ ანიოლინი ეწოდება. ეს ერთგვარი ღორის და საქონლის შერეული ფარშის კვერებია, რომელიც ხორცის ბულიონში იხარშება და წვნიანად მიირთმევა. ანიოლინის შალფეის და კარაქს უმატებდენ და ადგილობრივი დიდგვაროვნები სწორედ ასე იწყებდენ სადილს.
გამორჩეული გურმეები ბულიონში ცოტაოდენ ღვინო ლამბრუსკოს უმატებენ.
ჩვენც ასეთივე გამორჩეულ ანიოლინის მოვამზადებთ.
დაგვჭირდება:
500 გ საქონლის ხორცი
200 გ ღორის ხორცი
100 გ პროშუტო დი პარმა (იტალიური ლორი)
1 სტაფილო
1-2 თავი ხახვი
2-3 ღერი ნიახური
1-2 ღერი ოხრახუში
1-2 ღერი ბეგქონდარა
მარილი
შავი წიწაკა
150-200 მლ მშრალი წითელი ღვინო
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
20 გ კარაქი
100-150 გ პარმეზანი
ცომისთვის:
5 კვერცხი
500 გ ფქვილი
30 მლ ზეითუნის ზეთი
ცალკე: 1,5 ლ ხორცის ბულიონი
მოვამზადოთ ცომი: კვერცხი, ფქვილიდ ა ზეითუნის ზეთი შევურიოთ და მოვზილოთ კარგად. გადავაფაროთ ჩაის ტილო და ცოტა ხნით გადავდოთ.
ამასობაში, ხორცი დავჭრათ კუბებად და მოვთუშოთ ზეთსა და ქარაქში.გადავდოთ, ტაფაზე კი მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, სტაფილო, შემდეგ დავუმატოთ მწვანილი, მარილი წიწაკა, ჩავაბრუნოთ ხორცი, მოვასხათ ღვინო და ვთუშოთ ასე ერთი 5 წუთი. შემდეგ გავაგრილოთ და გავატაროთ ხორცის მანქანაში ლორთან ერთად.დავუმატოთ გახეხილი პარმეზანი და კარგად მოვურიოთ.
გავაბრტყელოთ ცომი, გამოვჭრათ რგოლები და გამოვძრწოთ მრგვალი ანიოლინი.
ბულიონი ავადუღოთ, ჩავყაროთ შიგნით გამზადებული ანიოლინი და ვხარშოთ მზადყოფნამდე.
მირთმევის წინ, ბულიონს სურვილსამებრ დავუმატოთ კარაქშ შემწვარი შალფეი, წიწაკა ან სხვა სანელებლები.
გემრიელად მიირთვით!