თხის ყველის კროსტინი გარგარით, პიტნით და ფსტათი
ეს მარტივი აპეტაიზერია, რომელიც 10 წუთში მზადდება, სამაგიეროდ ყველას საოცარ სიამოვნებას მიანიჭებს.
დაგვჭრდება:
1 ფრანგული ბაგეტი
250 გ კრემისებრი თხის ყველი
1-2 ღერი პოტნა
200 გ გარგარის ჯემი
1 მუჭა ფსტა
პური დავჭრათ და გავხუხოთ ღუმელში. გადავუსვათ ნაზი თხის ყველი, შემდეგ გარგარის ჯემი და მოვაყაროთ დანაწევრებული პიტნა და ფსტა.
გემრიელად მიირთვით!