top of page

კაპრეზე-დაფა


ცნობილი იტალიური სალათის- კაპრეზეს ერთგვარი ინტრეპრეტაცია გავქს დღეს მენიუში. უმარტივესი მოსამზადებელია და თან საოცრად კარგი ვიზუალი აქვს, გემოზე რომ აღარაფერი ვთქვათ!

დაგვჭრდება:

500 გ ფერადი პომიდორი ჩერი

200 გ პატარა მოცარელას გუნდები

1-2 დიდი მოცარელას გუნდა

8-10 თხელი ნაჭერი იტალიური ძეხვი სალიამი

1 კარგი კონა რუკოლა

1 კონა ბაზილიკი

1 პატარა ქილა ზეთისხილი

2 ს.კ. ბალზამიკო

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

1 ს.კ. გირჩის თესლი ან ნუში

რუკოლა გავრეცხოთ, გავაშროთ და გავანაწილოთ მოზრდილ თეფშზე ან ხის დაფაზე. ზევიდან მოვაყაროთ მთელ-მთელი და შუაზე გაჭრილი პომიდორი-ჩერი, პატარა მოცარელას გუნდები, ზეთისხლილი. ერთ ან ორ ადგილას დიდი მოცარელას გუნდა ჩავდოთ. მოვაყაროთ სალათს გირჩის თესლი, მოვასხათ ბალზამიკო და ძმარი. სამ-ოთხ ადგილას ჩავალაგოთ ლამაზად დაკეცილი სალიამი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page