ფრანგული ნუშის კრემი ფრანჟიპანი (Frangipane)
იდეალში, ფრანჟიპანი ცნობილი ფრანგული კრემის, პატისიერისა და ნუშის კრემის ნაზავია, მაგრამ ხშირად უბრალოდ ნუშის კრემსაც ფრანჟიპანს უწოდებენ. დრეს სწორედ ამ კრემს მოვამზადებთ და შემდგომში მისი გამოყენება დამოუკიდებლადაც შესაძლებელი იქნება და პატისიერთან ერთადაც.
სახელწოდება ნუშის კრემმა შუასაუკუნოვანი იტალიის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი დინასტიის-ფრანჟიპანის დამსახურებით მიიღო. ფრანჟიპანი იტალიურად გადატეხილ პურს ნიშნავს. სწორედ ესაა ფრანჟიპანის ოჯახის ჰერბის სიმბოლო. მარკის მუციო ფრანჟიპანი ფრანგი მეფის, ლუიXIII-ს პარფიუმერი გახლდათ. მან მოახდინა ფურორი ნუშის არომატიანი ხელთათნმანებით და სამეფო კარის კონდირები მაშივნე შეეცადენ პოპულარული და მოდური ნუშის არომატი საკონდიტრო ნაწარმშიც აესახათ. რეზულტატში შეიქმნა არაჩვეულებრივი ნუშის კრემი- ფრანჟიპანი.
ფრანჟიპანი გამოიყენება ტარტების და სხვა ღეველზელების შიგთავსში. მის გარეშე წარმოუდგენელია კლასიკური ფრანგული მსხლის დესერტი- ბურდალუ. მკვეთრად გამოხატული ნუშის არომატი კრემს არ აქვს, ამიტომ ხშირდა ნუშის ესენციას, რომს ან ვანილს უმატებენ ხოლმე.
ჩვენ მოვამზადებთ ფრანჟიპანს ცნობილი შეფის, გორდონ რამზის რეცეპტით.
დაგვჭირდება:
2 კვერცხი
100 გ კარაქი
100 გ შაქარი
100 გ დაფქული ნუში
20 გ ფქვილი
2 ს.კ. მუქი რომი
ყველაფერი ერთად მოვათავსოთ სამზარეულო კომბაინშ და კარგად ავთვიფოთ.
მიღებული კრემი შესაძლებელია რამდენიმე დრე შევინახოთ მაცივარში, კარგად მოხუფულ კონტეინერში.
გემრიელად მიირთვით!