ალუბლის ნამცხვარი ბეზეთი
ცომისთვის დაგვჭრდება:
150 გ კარაქი
ნახევარი ჭიქა შაქარი
3 კვერცხის გული
100 გ არაჟანი
1 ჭიქა ფქვილი
0,5 ჩ.კ. ძმარში გახსილი სოდა
ვანილი
მწიკვი მარილი
250 გ კურკაგამოცლილი ალუბალი
მერენგისთვის დაგვჭირდება:
100 გ დაკეპლი კრკაგამოცლილი ალუბალი
4 კვერცხის ცილა
მწიკვი მარილი
1 ჭიქა შაქარი
ვანილი
1 ჩ.კ. ლიმონის წვენი
1 ჩ.კ. სახამებელი
2 ს.კ. ნუშის ფანტელი
5-6 ლამაზი ალუბალი ყუნწით
კარაქი და შაქარი ავთვიფოთ, დავუმატოთ კვერცხის გული, არაჟანი, სოდა, ვანილი და ფქვილი. გადავიტანოთ საცხობ ფრომაში. ფორმას წინასწარ ჩავუფინოთ საცხობი ქაღალდი.
გამოვაცხოთ დაახლოებით 20-25 წუთი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.
ამასობაშ, მოოვამზადოთ მერენგა: კარგად გავთქვიფოთ ცილა მწიკვ მარილთან ერთად, დავუმატოთ ნელ-ბელა შაქარი, შემდეგ ვანილი, ლიმონის წვენი და სახამებელი. ბოლოს შევურიოთ დაკეპილი ალუბალი.
როცა ჩვენი ბისკვიტი გაიკეთებს ქერქს და გამოცხვება (მაგრამ არ უნდა იყოს ბოლომდე გაოქროსფერებული), ზევიდან დავალაგოთ კურკაგამოცლილი ალუბლები და მერენგა, ზევიდან მოვაყაროთ ნუშს ფანტელი და შევდოთ კიდე ერთი 25-30 წუთით და გავაგრძელოთ ცხობა, სანამ მერინგა არ გავარდისფრდება.
გამზადებული ნამცხვარი მოვრთოთ ყუნჭიანი ალუბლებით.
გემრიელად მიირთვით!