top of page

ალუბლის ტარტი ფრანჟიპანით

ჩვენი დღევანდელი გმირი- ინგლისელების ერთ-ერთი საყვარელი ნამცხვარია- ფხვიერი ალუბლის ტარტი ფრანჟიპანით. განსაკუთრებული სიყვარულით ეს ტარტები დერბიშირის საგრაფოში სარგებლობს. ჩვენც გავსინჯოთ!

ცომისთვის დაგვჭირდება:

140 გ კარაქი

250 გ ფქვილი

1 კვერცხი

ფრანჟიპანისთის:

160 გ ნუშის ფქვილი

150 გ კარაქი

150 გ შაქარი

30 გ ფქვილი

2 კვერცხი

200 გ ალუბლის ჯემი

დაახლოებით 300 გ კურკაგამოცლილი ალუბალი

ცივი კარაქი და ფქვილი ავკეპოთ, დავუმატოთ კვერცხი და მოვზილოთ ცომი. გადავაკრათ პლასტიკი და შევდოთ მაცივარში ერთი საათით.

შემდეგ ცომი გავაბრტყელოთ, გადავიტანოთ ტარტის ფორმაში, დავჩხვლიტოთ და შევდოთ 15-20 წუთით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.

ამასობაში, ფანჟიპანის ყველა ინგრედიენტი შევურიოთ ერთმანეთს. ტარტი დავფაროთ ჯერ ალუბლის ჯემით, შემდეგ კი ფრანჟიპანით და ზევიდან გადავანაწილოთ ალუბალი. გავაგრძელოთ ცხობა კიდე ერთი 20 წუთი- ცომი გაოქროსფერდება, ფრანჟიპანი კი გამკვრივდება. შემდეგ გამოვიღოთ ჩვენი ნამცხვარი ღუმელიდან, გავაგრილოთ და მოვაყაროთ ზევიდან შაქრის პუდრა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page