ისპანახი ზეთით
დაგვჭირდება:
1კგ ისპანახი
1-2 თავი თეთრი ხახვი
3-4 კბილი ნიორი
1 კონა მწვანე ხახვი
1 კონა ქინძი
1 მწვანე წიწაკა
2-3 ს.კ. ზეთი
ისპანახი მოვწალოთ, გადავწუროთ და გავაგრილოთ. შევურიოთ ზეთში მოთუშული წვრილად დაჭრილი ხახვი, დაჭყლეტილი ნიორი, ასევე წვრილად დაჭრილი ქინძი და მწვანე წიწაკა.კარგად ავურიოთ და ჩვენი ისპანახიც მზადაა.
გემრიელად მიირთვით!