ფრანგული მსხლის ტარტი- ბურდალუ Tarte Bourdaloue
ცომისთვის დაგვჭირდება:
3 ს.კ. რძე
1 ჩ.კ. მარილი
1 ჩ.კ. შაქარი
1 კვერცხის გული
250 გ ფქვილი
180 გ კარაქი
მოხარშული კრემისთვის:
250 მლ რძე
1 კვერცხი
100 გ შაქარი
1 ჩ.კ. ფქვილი
1 ჩ.კ. სახამებელი
ვანილი
ნუშის კრემისთვის დაგვჭირდება:
60 გ კარაქი
60 გ შაქრის პუდრა
60გ ნუშის ფქვილი
1 ს.კ. სიმინდის ფქვილი
1 კვრცხი
1ს.კ. კონიანი ან რამდენიმე წვეთი ნუშის ესენცია
2 ქილა კონსერვირებული მსხალი, ან 4 ცალი მსხალი + 100 გ შაქარი
150 გ გარგარის ჯემი
პირველ რიგშ მოვამზადოთ მოხარშული კრემი: ავთქვიფოთ კარად კვერცხი და შაქარი, დავუმატოთ ფქვილი და სახამებელი, შემდეგ დავასხათ მდუღარე რძე, კარგად მოვურიოთ და მივიყვანოთ ადუღებამდე დაბალ ცეცლხზე. დავამატოთ ვანილი და გამოვრთოთ ქურა.
სანამ კრემი ცივდება, მოვამზადოთ ცომი ბრიზე. ამისთვის რძეში გავხსნათ მარილი და შაქარი, შემდეგ დავმატოთ კვრციხს გული და ავთქვიფოთ. შემდეგ დავუმატოთ ფქვილი და დარბილებული კარაქი და მოვზილოთ ხელით კარგად. ვზილოთ მანამდე, სანამ არ შეიკვრება და არ მოცილდება ხელს. შემდეგ გადავაკრათ პლასტიკი და შევდოთ ერთი 30-40 წუთით მაცივარში.
ამასობაშ მოვამზადოთ ნუშის კრემი: დარბილებული კარაქი და შაქრის პუდრა ავთქვიფოთ, დავუმატოთ ნუშს ფქვილი, კვერცხი, სიმინდის ფქვილი და კონიაკი. შევურიოთ მოხარშული კრემი და შევდოთ ერთი 10 წუთით მაცივარში.
ამის შემდეგ გავაბრტყელოთ ჩვენი ცომი, გადავიტანოთ ფორმაში. შემდეგ მოვათავსოთ ცომზე ნუშის კრემი, ზევიდან ლამაზად დავალაგოთ თხლად დაჭრილი კონსერვირებული მსხალი (თუ ცოცხალი მსხალი გვინდა გამოვიყენოთ, ის წინასწარ უნდა გავთალოთ და მოვხარშოთ შაქრის სიროფში). შევდოთ ჩვენი ნამცხვარი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 40 წუთით გამოსაცხობად.
როცა ნამცხვარი გამოცხვება, ავიღოთ გარგარის ჯემი, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. გადავუსვათ ფუნჯით ჩვენ ტორტს გარგარის ჯემი და მოვაყაროთ მოხალული ნუშის ფანტელი.
გემრიელად მიირთვით!