გოგრის ბრიოშები თხილეულით
დაგვჭიდება:
500 გ გოგრა
450 გ ფქვილი
2 კვერცხი
40 გ შაქარი
1/4 ჩ.კ. მარილი
1 ს.კ. საფუარი
100 გ კარაქი
100 მლ რძე
2 ს.კ. ნუში
2 ს.კ. გოგრის გული
2 ს.კ. მზესუმზირა
ცალკე:
1 კვერცხის გული
2-3 ს.კ. რძე
გოგრა გამოვაცხოთ და დავსრისოთ.
2 ს.კ. თბილ რძეს დავამატოთ 1 ჩ.კ. შაქარი, 1 ჩ.კ. ფქვილი, გავხსნათ შიგნით საფუარი, გადავდოთ თბილ ადგილას და დაველოდოთ ერთი 15 წუთი, რომ ამუშავდეს.
ცალკე, მოზრდილ ჯამში გავცრათ ფქვილი, დავუმატოთ შაქარი და მარილი, დავუმატოთ ათქვეფილი კვერცხი, გამლღვალი კარაქი, რძეში გახსნილი საფუარი და გოგრის პიურე. კარგად მოვზილოთ ცომი. უნდა მივიღოთ პრიალა ცომი, რომელიც არ გვეკრობა ხელებზე. გადავფაროთ ცომს პლასტიკი და დავდოთ თბილ ადგილას ერთი 2-3 საათით ამოსაფუებლად (შეგიძლიათ მთელი ღამითაც დატოვოთ და დილას დააცხოთ ფუნთუშები).
საკმარისი დრო რომ გავა, ცოტა ჩავზილოთ ამოფუებული ცომი, დავუმატოთ თხილეული, ისევ გადავაფაროთ პლასტიკი და კიდე ერთი-ორი საათით დავტოვოთ თბილ ადგილში.
ამის შემდეგ, გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსამდე, ცომი გავყოთ 8 ნაწილად და გამოვძერწოთ ფუნთუშები. ფუნთუშბი მოვათავსოთ საცხობ ფორმაში და ფუნჯით გადავუსვათ ზევიდან რძეში გათქვეფილი კვერცხის გული. ლამაზად დავსწეროთ ან შევკრათ კულინარული ძაფით ისე, რომ პატარა გოგრებს ჰგავდენ, მოვაყაროთ ზევიდან ცოტაოდენი გოგრის მარცვლები და ვაცხოთ დაახლოებით 25 წუთი.
გემრიელად მიირთვით!