შინდის წვნიანი ბარბარე ჯორჯაძეს მოტივებზე
დაგვჭირდება:
500 გ შინდი
1 თავი ხახვი
3 ღერი პიტნა
3 ღერი ქინძი
1 კბილი ნიორი
მარილი
წიწაკა
1 ს.კ. ზეთი
25 გ კარაქი
შინდი კარგად გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი ისე, რომ ფარავდეს და დაახლოებით 10 წუთი ვადუღოთ. შემდეგ გადავწუროთ, მაგრაც ნახარშ არ გადავასხათ და გავაგრილოთ.
გაგრილებული შინდი გავხეხოთ.
ამასობაში, მოვთუშოთ ზეთსა და კარაქში წვრილად დაჭრილი ხახვი. რომ გაოქროსფერდება, დავუმატოთ გახეხილი შინდის მასა, გავათხელოთ სასურველ კონსისტენციამდე ნახარშით და წამოვადუღოთ. ერთი 3-4 წუთში გამოვრთოთ ქურა, დავუმატოთ მარილი და წიწაკა, ბოლოს კი წვრილად დაჭრილი მწვანილი და ნიორი.
გემრიელად მიირთვით!