top of page

წითელი ბულგარული წიწაკის კრემ-სუპი

დაგვჭირდება:

4 წითელი ბულგარული წიწაკა

1 დიდი თავი ხახვი

1 კბილი ნიორი

1 პატარა წითელი ჩილი-წიწაკა

3 ს.კ. ტომატ-პასტა

900 მლ ქათმის ბულიონი

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

1 ლიმონის ცედრა და წვენი

მარილი

წიწაკების მიქსი

ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ ზეთში, სანამ გამჭვირვალე არ გახდება. დავუმატოთ წვრილად დაჭირი ბულგარული და ვთუშოთ ერთი 5 წუთი, ბულგარულის დარბილებამდე. შემდეგ დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი, წიწაკა ჩილი, ტომატ-პასტა და ნახევარი ულუფა ბულიონი. ვხარშოთ ყველაფერი ერთად დაახლოებით 10 წუთი, შემდეგ კი დავაბლენდეროთ, დავუმატოთ დანარჩენი ბულიონი, ლიმონის ცეფდრა და წვენი, მარილი, წიწაკების მიქსი და მივიყვანოთ ადუღებამდე. გამოვრთოთ ქურა, წვნიანი მზადაა.

გემრიელად მიირთვით გახუხულ პურთან ერთად!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page