top of page

შოკოლადის ორცხობილები ჟოლოს განაშით


დაგვჭირდება:

200 გ შავი შოკოლადი

50 გ კარაქი

2 კვერცხი

130 გ შაქარი

100 გ ფქვილი

1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი

მწიკვი მარილი

ჟოლოს განაში:

250 გ რძიანი შოკოლადი

120 გ 30% ნაღები

100 გ ჟოლოს პიურე წიპწების გარეშე

30 გ კარაქი

შევურიოთ კვერცხი და შაქარი, შემდეგ დავუმატოთ ორთქლზე გამლღვალი შოკოლადი და კარაქი, მოვურიოთ და დავუმატოთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი. კარგად მოვურიოთ, ისე რომ ერთგვაროვანი ცომი მივიღოთ. შემდეგ დავსხვათ პატარა რგოლები ერთმანეთისგან მოშორებით საცხობ ფორმაზე, რომელსაც წინასწარ დავუფენთ ქაღალდს.

გამოვაცხოთ 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 12-15 წუთი.

მოვამზადოთ განაში: შევთბოთ ნაღები, დავუმატოთ შოკოლადი და მოვურიოთ. არ უნდა ვადუღოთ. დავუმატოთ გამთბარი ჟოლოს პიურე და კარგად ავთქვიფოთ ხელის ბლენდერით. შემდეგ დავუმატოთ ცივი კარაქი და კიდე ავთქვიფოთ. გადავაფაროთ პლასტიკი და შევდოთ მაცივარში 3-4 საათით.

ამის შემდეგ წავუსვათ განაში ერთ ორცხობილას და დავაფაროთ მეორე.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page