top of page

შოკოლადის თაფლის ნამცხვარი


დაგვჭრდება:

125 გ კარაქი

2-3 კვერცხი

1 ჭიქა შაქარი

2 ს.კ. თაფლი

1 ჩ.კ. სოდა ძმრით

2 ჭ. ფქვილი

2 ს.კ. კაკაო

კრემისთვის:

1 ლ.რძე

4 კვერცხი

1 ჭიქა შაქარი

2 ს.კ. ფქვილი

2 ს.კ. სახამებელი

200 გ შავი შოკოლადი

ვანილი

200 გ კარაქი

ცომს ვამზადებთ ორთქლზე. ამისთვის ერთ ჯამში ჩავასხათ წყალი, ავადუღოთ, ზევიდან დავადოთ მეორე, უფრო მოზრდილი ჯამი და ამ ჯამში ჩავდოთ კარაქი, რომ გალღვება, დავუმატოთ შაქარი და კარგად ავთქვიფოთ. შევათქვიფოთ კვერცხი, შემდეგ თაფლი, სოდა ძმრით. დავუმატოთ ფქვილი, კაკაო, გადმოვდათ ორთქლიდან და ისე მოვზილოთ ცომი. გამოგვივა ელასტიური ცომი, რომელიც არ უნდა გვეწეპებოდეს ხელებზე.

გავყოთ ეს ცომი 6-8 ნაწილად და გავაბრტყელოთ ფირფიტები. ვაცხობთ 26 სმ ტორტს, ამიტომ ფირფიტებს ვაბრტყელებთ ოდნავ უფრო მეტად. ცომი გავაბრტყელოთ უკვე გამზადებულ საცხობ ქაღალდზე, რადგან ფირფიტები ძალიან თხელი გამოვა და მათი გადატანა დაფიდან იქნება რთული.

გამოვაცხოთ ჩვენი ფირფიტები 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში. ფრთხილად იყავით, ფირფიტები ძალიან მალე ცხვება. გამომცხვარ ცხელ ფირფიტებს მივცეთ იდეალური წრის ფორმა ბასრი დანით. დარჩენილი ნამცეცები კი მოავათავსოთ ერთად, გავაგრილოთ და დავაბლენდეროთ.

გამომაცხვარი ფირფიტები გავაგრილოთ და მოვამზადოთ კრემი:

შაქარი და კვერცხი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ ფქვილი და სახამებელი, შემდეგ დავასხათ მდუღარე რძე, კარგად მოვურიოთ და დავდგათ დაბალ ცეცლხზე მოსახარშად. მივიყვანოთ ადუღებამდე, თან ვურიოთ. როგორც კი ადუღდება, გადმვდგათ, დავუმატოთ ვანილი, ცხელს შევათვიფოთ შოკოლადი და რომ გაცივდება, კარაქი.

ავაწყოთ ტორტი: გადავუსვათ ყველა ფირფიტას კრემი, ზევიდან კი მოვაყაროთ დაბლენდერებული ნამცეცები.

ნამცხვარი 3-4 საათით დავტოვოთ ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ კი შევდოთ მაცივარში. ასე ფირფიტები კარგად გაიჟღინთება კრემით.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page