top of page

ფალაფელი


ამბობენ, ფალაფელი პირველად ძველ ეგვიპტელებმა მომაზადეს. ეს კერძი გავრცელებულია ახლო აღმოსავლეთის პრაქტიკულ ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით პოპულარული კი ისრაელშია.

ჩვენ დღეს მოვამზადებთ ფალაფელს, ხოლო შემდგომში კიდე ბევრ სხვა საინტერესო კერძს შემოგთავაზებთ, რომლის მთავარ გმირიც სწორედ ეს გემრიელი ვეგეტარიანული შემწვარი გუფთებია.

დაგვჭირდება:

250 გ ნუტი

2-3 ღერი მწვანე ხახვი

2-3 ღერი ქინძი

1 ჩ.კ. ძირა

0,5 ჩ.კ. წიწაკა ჩილი

ნახევარი ლიმონის წვენი

1 ს.კ. ტაჰინის პასტა

ზეითუნის ზეთი

ნუტი ჩავალბოთ წინასწარ, მთელი ღამით წყალში. მეორე დღეს გავავლოთ წყალი და კარგად მოვხარშოთ. შემდეგ დავაბლენდეროთ. თუ ძალიან სქელია, დავუმატოთ ცოტა ნუტის ნახარში.

შევურიოთ ტაჰინი, ძირა, ქინძი, ჩილი და მწვანე ხახვი. ბოლოს დავუმატოთ ლიმონის წვენი და მოვზილოთ ფარში.

გამოვძერწოთ მკვრივი კაკლისოდენა ბურთულები და შევწვათ ბევრ ზეთში, ღრმა ტაფაზე, სანამ არ გაოქროსფერდება.

შემწვარი ფალაფელი დავალაგოთ ქაღალდის ხელსახოცებზე, ზედმეტი ცხიმი რომ მოშორდეს.

ფალაფელს ძალიან უხდება ჰუმუსის, ასევე, ძაძიკის სოუსი, რომელიც ჩვენ გუშინ მოვამზადეთ.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page