ღორის ნეკნების გვირგვინი აჯიკით
ღორის ნეკნების გვირგვინი-ის კერძია, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს. ძალიან გემრიელია და ძალიან კარგად გამოიყურება, ზუსტად საახალწლო სუფრისთვისაა.
დაგვჭირდება:
ღორის ნეკნების მთლიანი ნაჭერი
3 ს.კ. ჩვენი რეცეპტით დამზადებული წითელი აჯიკა ნიგვზით (თუ არ გაქვთ, მაშინ ნებისმიერი სხვა, თქვენი გემოვნებით)
1 ს.კ. თაფლი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
ღორის ნეკნები გავასუფთავოთ, შემდეგ კარგად წავუსვათ 1 ს.კ. აჯიკის და 1 ს.კ. ზეთის ნაზავი. გადავაფაროთ პლასტიკი და დავტოვოთ ასე ცივ ადგილში ერთი 4-6 საათი, ან სულაც მთელი ღამე.
შემდგეგ გამვიღოთ ნეკნები მაცივრიდან, შევკრათ ღორის ნეკნებისგან გვირგვინი, გადავიტანოთ საცხობ ფორმაზე და შევდოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ერთი 20 წუთით. ამის შემდეგ დავუწიოთ ტემპერატურას 160 გრადუსამდე და გავაგრძელოტ მომზადება კიდე ერთი საათი.
დარჩენილი 2.ს.კ. აჯიკა, თაფლი და ზეთი შევურიოთ ერთმანეთს. ერთი საათის შემდეგ, გამოვიღოთ ღოტის ნეკნები და კარგად წავუსვატ ეს მასა. შევდოთ ისევ ღუმელში. დაახლოებით 20-30 წუთში კიდე ერთხელ გადავუსვათ ნეკნებს აჯიკის სოუსი და გავაგრძელოთ გამოცხობა სანამ ხორცი არ მომზადდება.
ცალკე შევბრაწოთ მსხვილად დაჭრილი კარტოფილი და ბოლო 5-10 წუთის განმავლობაში მივუწყოთ კარტოფილიც ნეკნებს, გადავუსვათ ცოტაოდენი აჯიკის მასა და ერთად მივიყვანოთ მზადყოფნამდე. კარტოფილი აჯიკის და ღოსი ხორცის არომატებით გაიჟღინთება და განსაკუთრებულად გემრიელი იქნება.
გამზადებული გვირგვინი გადმოვიტანოთ ლამაზ თეფშაზე, ირგვლიკ კი მივუწყოთ კარტოფილი.
გემრიელად მიირთვით!