იტალიური სოუსი პესტო
დღევანდელ დღეს ჩემ ერთ-ერთ ფავორიტ სოუსს დავუთმობთ.
იტალიური სოუსი პესტო მსოფლიო კულინარიის უდიდეს სოუსებს შორის ერთ-ერთ საპატიო ადგილს იკავებს. როგორც ამბობენ, ის ჯერ კიდე რომის იმპერიის დროს იყო ცნობილი.
ეს სოუსი გამოირჩევა ხასხასა ფერით, დახვეწილი არომატით და გემოთი. მწვანე ბაზილიკი, ზეითუნის ზეთი, იტალიური ფიჭვის კაკალი, ნიორი, პარმეზანი და პეკორინო - საოცარი შეხამებაა.
პესტო (pesto, pestato, pestare) იტალიურად გაჭყლეტვას, გაქნას ნიშნავს. ეს იტალიური სოუსი წარმოშვებით ლიგურიიდან, კერძოდ კი გენუიდან არის (pesto alla genovese).
პესტოს კლასიკურ რეცეპტში სწორედ ამ რეგიონში დამზადებულ ზეითუნის ზეთს extra virgin გამოიყენებენ, ინგრედიენტებს კი მარმარილოს ქვიჯაში ხის სანაყით ნაყავენ და ურევენ ერთმანეთს.
თუმცა დღეს არსებობს პესტოს სოუსის მრავალი ინტერპრეტაცია. ბაზილიკი ხშირად სხვა მწვანილით - ისპანახით, რუკოლა, ოხრახუშით, ქინძით და პიტნით იცვლება; პარმიჯანო რეჯანოს და პეკორინოს - გრანა პადანო ცვლის; იტალიური ფიჭვის, პინიის კაკალს კი - კედარის კაკალი, ნიგოზი, ნუში, ან სულაც მწვანე ფსტა.
ასევე, ძალიან გემრიელი და პოპულარულია წითელი პესტო, რომელსაც პომიდვრის ჩირისგან ამზადებენ.
დღეს უკვე იშვიათია და პრაქტიკულად ეგზოტიკას წარმოადგენს მარმარილოს ქვიჯა, ამ პროცეს მშვენივრად უმკლავდება ბლენდერი.
პესტოს უმატებენ სალათებს, პასტას, ლაზანიას, ის ეხამება ხორცს, თევზს და ფრინველს. უბრალოდ გახუხულ ჩიაბატაზე წასმულიც კი უგემრიელესია.
არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს მზა პესტოს სოუსის შეიძენა, მაგრამ ერთხელ თავად თუ მოამზადებთ, აღარასდროს მოგინდებათ მზა პესტოს ყიდვა. შინაური პესტო გაცილებით არომატული და საოცრად გემრიელი გამოდის, თან მისი მოზადება უმარტივესია.
ჩვენ დღეს პესტოს რამდენიმე ვარიანტს მოვამზადებთ: კლასიკურ პესტოს - (pesto alla genovese) , ისპანახის პესტოს, პიტნის და ნიგვზის პესტოს, რუკოლას და ნუშის პესტოს და წითელ პოდორის ჩირის პესტოს.
სანამ ჩემ ფავორიტ რეცეპტებს გადახედავთ კიდე ერთ რჩევას მოგცემთ: გამზადებული პესტო შუშის ქილაში გადაიტანეთ და ზევიდან თხელი ფენა ზეითუნის ზეთი მოასხით, შემდეგ კი მაცივარში შედგით. ასე გემოები და არომატები ერთმანეთს კარგად გაუჯდება და მეორე დღეს უგემრიელესი იქნება.