top of page

პასტა კარბონარა პომიდორი ჩერით და ბაზილიკით


ჩვენ ერთხელ უკვე მოვამზადეთ პასტა კარბონარა. დღეს ამ უგემრიელესი იტალიური პასტას კიდე ერთ ვარიაციას გთავაზობთ. ამ ჯერად რეცეპტს ოდნავ შევცვლით და დავამატებთ პომიდორ ჩერის. ეს ვარიანტიც ძალიან გემრიელია, ცოტა სიმჟავეს შესძენს კერძს, რაც ძალიან მოუხდება.

4 ულუფის მოსამზადებლად დაგვჭირდება:

500 გრ პასტა (სპაგეტი, ფეტუჩინი)

3 კბილი ნიორი

100 გრ ბეკონი

300 გრ შამპინიონი (რაც შეიძლება პატარები შეარჩიეთ)

10-12 ცალი პომიდორი ჩერი

250 მლ საშუალო ცხიმიანობის ნაღები

2 კვერცხი

3-4 ღერი ბაზილიკი

20 გრ კარაქი

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

მარილი, წიწაკების მიქსი

ავადუღოთ წყალი და მოვხარშოთ პასტა ალ დენტე.

სანამ პასტა იხარშება, მოვამზადოთ სოუსი: ამისთვის, გავახუროთ ტაფა, მოვასხათ ზეთი და დავუმატოთ კარაქი, შემდეგ შევბრაწოთ მომცრო ნაჭრებად დაჭრილი ბეკონი, შემდეგ დავუმატოთ მთელ-მთელი პატარა შამპინიონები, და დანით გასრესილი მთელ-მთელი ნივრის ლებნები. როცა ბეკონი შეიბრაწება და ნივრის არომატს ვიგრძნობთ, ნიორი ამოვიღოთ ტაფიდან და გადავაგდოთ. ტაფაში კი დავუმატოთ მთელ-მთელი პომიდორი ჩერი. 1-2 წუთში ცეცხლს დავუწიოთ მინიმუმამდე და ტაფაში მოვათავსოთ პასტა. კარგად ამოვურიოთ.

ცალკე ჯამში ავთქვიფოთ კვერცხი, დავუმატოთ ნაღები, გახეხილი პარმეზანი, მარილი და წიწაკები, ყველაფერი ერთად კარგად გავთქვიფოთ. დავუმატოთ ეს მასა პასტას, ერთხელ კარგად ამვურიოთ და გამოვრთოთ ქურა.

გამზადებულ პასტას მოვაყაროთ ცოტაოდენი პარმეზანი იტალიურ სამზარეულოში ზედმეტი პარმეზანი ხომ არ არსებობს! ასევე მოვაყაროთ ნედლი ბაზილიკის ფოთლები.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page