ფრანგული გალეტა შამპინიონებით
ჩვენ ერთხელ უკვე ვისაუბრეთ ფრანგულ გალეტაზე და მოვამზადეთ კიდეც მისი ერთ-ერთი კლასიკური ტკბილი ვარინატი. დღეს კი გამოვაცხობთ საფრანგეთში ასევე ძალიან პოპულარულ სოკოს გალეტას. ჩვენი დღევნადელი ღვეზელი ნოყიერი ლანჩიცაა, ეფექტური წასახემსებელიც და ერთ-ერთი ძირითადი კერძის როლსაც მშვენივრად გაუმკლავდება თქვენს სადღესასწაულ სუფრაზე. მის მოსამზადებლად სულ ცოტა დრო დაგვჭირდება, შედეგი კი პრაქტიკულად ყოველთვის არჩვეულებრივი გამოდის. სოკოს შიგთავსი თამად შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ინგრედიენტებით შეცვალოთ. თამამდ ჩაატრეთ ექსპერიმენტები, ენდეთ თქვენს გრძნობებს და ინსტინქტებს. ნამდვილი კულინარიაც ხომ ესაა.
დაგვჭრდება:
250 გ ფქვილი
250-300 გ შამპინიონი
1-2 ღერი პრასი (მხოლოდ თეთრი ნაწილი)
4-5 კვერცხი
50 გ პარმეზანი
50 გ პროშუტო ან ბეკონი (ვეგეტარიანული ვარიანტისთის ეს ინგრედიენტი უბრალოდ ამოითეთ რეცეპტიდან}
200 გ არაჟანი
100 გ კარაქი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
მარილი
შავი წიწაკა
მოვამზადოთ ცომი: ფქვილი და კარაქი ავკეპოთ, დავუმატოთ ნახევარი გახეხილი პარმეზანი, ცოტა მარილი, შემდეგ 3 კვერცხი, თუ მოითხოვს, 1 ს.კ. ცივი წყალი და კარგად მოვზილოთ ცომი. შემდეგ გავაბრტყელოთ ფქვილიან დაფაზე 3 მმ სისქემდე, მივცეთ მრგვალი ფორმა და გადავიტანოთ საცხობ ფორმაზე.
შამპინიონი მსხვილად დავჭრათ, შემდეგ შევბრაწოთ დაახლოებით 5 წუთი ზეითუნის ზეთში, დავუმატოთ მარილი და წიწაკა.
პრასი დავჭრათ წვრილად და შევურიოთ სოკოს. იქვე შევურიოთ წვრილად დაჭრილი პროშუტო.
ავთქვიფოთ დარჩენილი 2 კვერცხი, დავუმატოთ არაჟანი, დანარჩენი პარმეზანი, მწიკვი მარილი.
ცომს ამოვუკეცოთ გვერდები, მოვათავსოთ შიგნით შეზავებული სოკო, მოვასხათ კვერცხის მასა და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30 წუთით.
გემრიელად მიირთვით!