კენკრით, ნივრით და თეთრი ღვინით შეზავებული კარაქი
ერთხელ ჩვენ უკვე ავუხსენით სიყვარული კარაქს- ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს ფრანგული მაღალი სამზარეულოს კერძებში. დღეს ამ თემას გავაგრძელებთ და კიდე ერთ უგემრიელეს რეცეპტს შემოგთავაზებთ.
ამჯერად კარაქს კენკრით, სანელებლებით და თეთრი ღვინით შევაზევბთ, რაც მას განსაკუთრებულ პოკანტურობას შესძენს.
ასეთი კარაქის გამოყენება პრაქტიკულად ყველანაირ კერძთან შესაძლებელია. ის მოუხედბა გრილზე შემწვარ თევზსაც, ხორცსაც და ბოსტნეულსაც. ასევე, შეზავებული კარაქი არაჩვეულებრივი აპეტაიზერია და ძალიან უხდება გახუხულ პურებს და ორცხობილებს.
დაგვჭირდება:
200 გ კენკრის ჩირები (შტოში, მოცვი, მოცხარი, თუნდაც ალუბალი)
200 მლ თეთრი მშრალი ღვინო
1 თავი ხახვი
2-3 კბილი ნიორი
დანის წვერზე -ბაზილიკი ან ბეგქონდარა
250 გ კარაქი
მარილი
ფერადი წიწაკები
ღვინოში ჩავყაროთ კენკრა და შევათბოთ საშუალო ცეცხლზე. როგორც კი გაჩნდება ქაფი, გამოვრთოთ ქურა, დავაფაროთ თავსახური და გავაჩეროთ ერთი 40 წუთი. შემდეგ გადავწუროთ კენკრა,ღვინოც შევინახოთ.
ხახვი წვრილად დავჭრათ და მოვთუშოთ ცოტაოდენ კარაქში. დავუმატოთ ნიორი, შემდეგ ღვინო და ვთუშოთ, სანამ ალკოჰოლი არ აორთქლდება.
ამის შემდეგ, კარგად ავთქვიფოთ დარბილებული კარაქი, დავუმატოთ კენკრა, ბაზილიკი ან ბეგქონდარა, ხახვის მასა და კარგად ავთქვიფოთ.
კარაქი გადავიტანოთ შუშის ქილაში ან, უფრო ხანგრძლივი მოხმარებისთვის, შევახვიოთ რულეტივით ფოლგაში და შევდოთ საყინულეში.
გემრიელად მიირთვით!