top of page

კრუასანი პესტოთი, პროშუტო და ლეღვით


დღეს მოვამზადებთ უგემრიელეს სენდვიჩს ძალიან საინტეტესო გემოების შეხამებით. გამოვიყენებთ სახლშ გამომცხვარ კრუასანს ( რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მზაც გამოიყენოთ, თუმცა, სახლში გამომცხვარი სულ სხვაა).შიგთავსისთვის კი გამოვიყენებთ იტალიურ პროშუტოს, ფრანგულ თხის ყველს და ქართულ ლეღვს. შევაზავებთ ამ ყველაფერს ასევე სახლში დამზადებული რუკოლას პესტოთი.

დაგვჭირდება:

2 კრუასანი

4 ნაჭერი პროშუტო

2 ლეღვი

6 რგოლი თხის ყველი

პატარა კონა რუკოლა

მარილი

წიწაკების მიქსი

კრუასანები გავჭრათ სიბრტყეზე და გადავუსვათ ცოტაოდენი პესტო, შემდეგ მოვაყაროთ ცოტაოდენი რუკოლას ფოთლები და დავალგოთ ზევიდან 3-3 ნაჭერი ყველი, 2-2 ნაჭერი პროშუტო, თხელ რგოლებად დაჭრილი ლეღვი, მოვაყაროთ ცოტა მარილი და წიწაკები. ეს გემოები საოცრად ეხამება ერთმანეთ და ჩვენი კრუასანის სენდვიჩი ყველაზე მომთხოვნი გურმანების გემოვნებასაც კი დააკმაყოფილებს.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page