იტალიური ტომატის სუპი ბაზილიკით და პარმეზანით
ამ ზაფხულის არმატებით მდიდარ ვეგეტარიანულ წვნიანს ხავერდოვანი სტრუქტურა და არაჩვეულებრივი გემო აქვს. რაც მთავარია, ძალიან მარტივი მოსამაზდებელია.
დაგვჭირდება:
1 კონა ბაზილიკი
3 კბილი ნიორი
4 მოზრდილი მწიფე პომიდორი
1 თავი ხახვი
20 გ კარაქი
1 ბურთულა ბერ-მანიე
250 მლ ნაღები
150 გ პარმრზანი
წიწაკა
მარილი
ხახვი წვრილად დავჭრათ დ ამოვთუშოთ კარაქში, დავიმატოთ ნიორი, ოდნავ მოვთუშოთ ერთად და დავუმატოთ კანგაცლილი პომიდორი. კარგად მოვურიოთ, ცოტა რომ ჩაითუთქება დავუმატოთ 1 ლ წყალი ან ბულიონი, მივიყვანოთ ადუღებამდე, ჩავუშვათ ჩვენ სუპში ერთი ბურთულა ბერ-მანიე (კარაქის სოუსი, რომელის მომზადებაც ჩვენ ვისწავლეთ აქ) და ვხარშოთ ერთი 5 წუთი. შემდეგ დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ბაზილიკი (რამდენიმე ფოთოლი შემოვინახოთ მოსართავად) და გამოვრთოთ ქურა.
ეს მასა კარგად დავაბლენდეროთ, შემდეგ დავუმატოთ ნაღები, მარილი, წიწაკა და შევათბოთ. ყველა პორციას მვაყაროთ გახეხილი პარმეზანი და მოვრთოთ ბაზილიკის ფოთლებით.
ამ პომიდვრის წვნიანს ძალიან მოუხდება ნივრიანი ირცხობილები
გემრიელად მიირთვით!