ბროკოლის სუპი იტალიური ყველით ასიაგო
ჩვენი დღევანდელი წვნიანი- კლასიკური ბროკოლის და ყველის სუპის არაჩვეულებრივი ინტერპრეტაციაა. განსაკუთრებულად თბილი და შინაური გემო აქვს ამ წვნიანს, რომელშიც ორ არომატულ ყველს ვიყენებთ- იტალიურ პიკანტურ მოტკბო ასიაგო და მძაფრ ინგლისურ ჩედერს.
დაგვჭირდება:
1 თავი ბროკოლი
1 მოზრდილი სტაფილო
3 კბილი ნიორი
1 თავი ხახვი
2 ს.კ.ფქვილი
200 მლ ნაღები
100 გ ასიაგო
200 გ ჩედერი
შავი წიწაკა
მარილი
დანის წვერზე მუსკატი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
20 გ კარაქი
იტალიური პური ჩიაბატა
ბროკოლი გავასუგთავოთ, დავანაწევროთ და მოვწალოთ (3 წუთით ჩავდოთ ადუღებულ წყალში).
სქელძირიან ქვაბში, ზეითუნის ზეთში მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და სტაფილო. დავუმატოთნიორი და დანაწევრებული ბროკოლი. რამდენიმე წუთი ერთად ვთუშოთ, შემდეგ დავასხათ წყალი ისე, რომ ფარავდეს და წამოვადუღოთ. ვხარშოთ ერთი 5 წუთი.
ცალკე სქელძირიან ტაფაზე გავალღვოთ კარაქი, დავუმატოთ ფქვილი და მოვხალოთ. ნელ-ნელა დავუმატოთ ერთი-ორი ჩამჩა ბოსტნეულის ბულიონი ქვაბიდან, თან სულ ვურიოთ. კარგად რომ გაიხსნება ფქვილი ბულიონში და წამოდუღდება, დავამატოთ მუსკატი და შემდეგ ჩავასხათ ეს მასა ქვაბშ, ბოსტნეულთან. ვხარშოთ დაახლოებით 15 დაბალ ცეცლხზე.
ამის შემდეგ კარგად დავაბლენდეროთ ჩვენი სუპი, დავუმატოთ ნაღები, მივიყვანოთ ადუღებამდე და დავუმატოთ გახეხილი ასიაგო და ჩედარი. ყველი რომ გადნება, კარგად მოვურიოთ და მოვაყაროთ მარილი და წიწაკა.
ჩიაბატა უხეშად დავამტვრიოთ მომცრო ნაჭრებად და გამოვშროთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში რამდენიმე წუთი.
გადავიტანოთ სუპი პორციულ თეფშებში და მოვათავსოთ შიგნით რამდნეიემ ნაჭერი გახუხული პური.
გემრიელად მიირთვით!