ფრანგული კრეპები ციტრუსების მიქსით
საუზმე, რომელიც ძალიან უყვართ ბავშვებსაც და უფროსებსაც-ფრანგული კრეპი ამ ჯერად ციტრუსების მიქსით.
დაგვჭირდება: 1ლ. რძე 5 კვერცხი დანის წვერზე მარილი 250 გრ ფქვილი 2 ს.კ. ზეთი
2 ფორთოხალი
1 გრეფრუტი
2 მანდარინი
250 მლ მაღალი ცხიმიანობის ნაღები
1 ს.კ. შაქრის პუდრა
თაფლი ან კარამელის სოუსი
ერთად ავთქვიოთ კვერცხი და რძე, დავუმატოთ მარილი, ფქვილი, ჩავასხათ ზეთი. გახურებულ ტაფაზე მოვასხათ ოდნავ ზეთი და ჩამჩით დავასხათ ცომი. გავანაწილოთ მთელ ზედაპირზე თხელი ფენა და გამოვაცხოთ დაახლოებით1 წუთი, შემდეგ ამოვაბრუნოდ და გამოვაცხოთ მეორე მხრიდან. დანარჩენი ბლინების გამოსაცხობათ ტაფაზე ზეთის მოსხმა აღარ არის საჭირო.
ფორთოხალი, მანდარინი დ აგრეიფრუტი გავფცქვნათ და დავჭრათ თხელ რგოლებად. დავალაგოთ კრეპებთან ერთად დაჭრილი ხილი და მოვასხათ კარამელის სოუსი ან თაფლი და მოვრთოთ ათქვეფილი ნაღებით.
Bon appétit!