top of page

სოუსი ესპანიოლ


ვაგრძელებთ სოუსების სერიას და დრეს კიდე ერთი ფრანგული დედა-სოუსი გვინდა წარმოგიდგინოთ.

ესპანიოლი, ანუ ესპანური სოუსი- ფრანგული სამზარეულოს ძირითადი ყავისფერი სოუსია. მისი არსებობა ანა ავსტრიელის და ლუი XIII-ს ქორწილში ჩამოსული ესპანელი მზარეულის დამსახურებაა. სოუსის საფუძველი ასევე არის რუ, რომელიც ამ შემთხვევაში ითუშება, სანამ არ გაყავისფრდება, შემდეგ ემატება კონცენტრირებული ხორცის ბულიონი (fumer) და ტომატის სოუსი.

დაგვჭირდება:

50 გ ფქვილი

50 გ კარაქი

25 გ ტომატ-პასტა

2 სტაფილო

2 თავიხ ახვი

1 პატარა კონა ნიახური

კარაქი გავალღვოთ სქელძირიან ტაფაზე, დავუმატოთ ფქვილი და მოვთუშოთ. როცა გაოქროსფერდება, გამოვრთოთ ქურა და შევაგრილოთ. ამის შემდეგ, ნელ-ნელა დავუმატოთ ხორცის ბულიონი, შემდეგ ტომატი და მივიყვანოთ ადუღებამდე.

ცალკე სქელძირიან ტაფაზე ცოტაოდენ კარაქში მოვთუშოთ კუბებად დაჭრილი სტაფილ, ხახვი და ნიახური. დავამატოთ ეს ბოსტნეული ადუღებულ სოუსში, დავუწიოთ ცეცხლს მინიმუმამდე და ვახრშოთ 4 საათი.

ხარშვის პროცესში მოვაშოროთ ზედმეტი ქაფი, ბოლოს კი გადავწუროთ თხელ საცერში.

ეს სოუსი არაჩვეულებრივია ხორცთან.

გემრიელად მირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page