top of page

კრეპების ღვეზელი ლორით და ყველით


რადგან კრეპების, მაჭკატების, კვერების და ბლინების კვირეული გვაქვს, ასეთი საოცარი კრეპების ტორტის მომზადება გადავწყვიტეთ. შიგთავსად ისპანახს, კარამელიზებულ ხახვს, ლორს და ყველს გამოვიყენებთ.

კრეპებისთვის დაგვჭირდება:

500 მლ რძე

3 კვერცხი

100-150 გ ფქვილი

2 ს.კ. ზეთი

შიგთავსისთვის:

100 გ ლორი

2-3 ფირფიტა ბეკონი

1 თავი ხახვი

1 კონა ისპანახი

150 გ ყველი გრუიერი (ან სხვა, თქვენი გემოვნებით)

კარაქი

მარილი

წიწაკების მიქსი

რძე, კვერცხი და ფქვილი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ ზეთი და გამოვაცხოთ თხელი კრეპები. დაახლოებით 10-12 ცალი უნდა გამოგვივიდეს.

ბეკონი და ლორი დავჭრათ და ცოტა მოვბრაწოთ კარაქში. შემდეგ დავუმატოთ თხლად დაჭრილი ხახვი და მოვთუშოთ. შემდეგ -ისპანახი და ცოტა მოვთუშოთ ყველაფერი ერთად. დავუმატოთ მარილი და წიწაკები.

ავაწყოთ ღვეზელი: პრველ კრეპს დავადოთ ცოტაოდენი შიგთავსი, გავანაწილოთ, შემდეგ დავაფაროთ მეორე და მოვაყაროთ ცოტაოდენი ყველი, შემდეგ მესამე კრეპი, ისევ შიგთავსი და ა.შ.

უკანასკნელ კრეპს მოვაყაროთ ყველი და მოვასხათ ბეშამელი.

შევდოთ ჩვენი ღვეზელი 180 გრადუსამდე გახურებუ ღუმელში ერთი 10-15 წუთით. ყველი რომ გადნება და ზედაპირი გავარდისფერდება, ღვეზელი მზადაა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page