top of page

კლეფტიკო, ანუ ბატკნის ხორცი კვიპროსულად


ბატკნის ჩაქაფული უდავოდ ყველაზე პოპულარული სააღდგომო კერძია. არაჩვეულებრივი ჩაქაფულის რეცეპტი ჩვენ ერთხელ უკვე შემოგთავაზებთ. დღეს კი გვინდა ბატკნის ხორცისგან მომზადებულ სხვა კერძზე ვისაუბროთ. ვინ იცის, იქნებ წელს ტრადაცია დავარღვიოთ და სააღდგომოდ სწორედ ეს უგემრიელესი კვიპროსული კერძი მოვამზადოთ.

კლეფტიკო (kleftiko - κλέφτικο- ბერძნულად მოპარულს ნიშნავს) მართლაც რომ ძალიან გემრიელი და პოპულარული კვიპროსული კერძია.

ამბობენ, ერთხელ ღარიბმა მწყემსებმა ბატკანი მოიპარეს, ორმო ამოთხარეს და იქ დამალეს. ხოლო მათზე არავის ეჭვი რომ არ აეღო, ზევიდან კოცონი დაანთეს. ბატკნის ხორცი ნელ-ნელა მომზადა და საოცრად გემრიელი გამოვიდ. მწყემსებს რა ბედი ეწიათ, არავინ იცის, მაგრამ ხორცის ასეთი მომზადების წესი ტრადიციად იქცა.

დაგვჭირდება:

1 კილო ბატკნის ხორცი

1 კგ კარტოფილი

2 თავი ხახვი

1 ლიმონი

4-5 კბილი ნიორი

პატარა კონა პიტნა

1-2 ღერი რეჰანი

1-2 ღერი ბეგქონდარა

2დაფნის ფოთოლი

2-3 ს.კ. ზეითუნის ზეთი

მარილიо

ხორცი გავრეცხოთ და დავჭრათ მსხვილად. მოვაყაროთ მარილი, სურნელოვანი წიწქაკა, დაჭრილი მწვანილი და კარაგდ შევაზილოთ ეს ყველაფერი. თუ ხორცი ცხიმიანი არაა, დავუმატოთ ზეითუნის ზეთი.

შემდეგ იქვე დავამატოთ მსხვილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, მოვასხათ ლიმონის წვენი, გადავაფაროთ ფოლგა და შევდოთ 180გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 2-3 საათით.

მზადყოფნამდე ერთი საათით ადრე იქვე დავყაროთ მსხვილად დაჭრილი კარტოფილი, მოვასხათ ზეთი, მოვაყაროთ მარილი და დავასრულოთ ხორცის გამოცხობა კარტოფილთან ერთად.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page