ფალაფელის ბურგერი ჰუმუსით
დღეს ახლო აღმოსავლური ვეგეტარიანული საუზმე გავქვს.
მოვამზადებთ ბურგერს ფალაფელით და ხუმუსით, დავარღვევთ სტერეოტიპებს და დავამტკიცებთ, რომ ფასტ-ფუდიც შეიძლება იყოს სასარგებლო,მარტივი და გემრიელი!
დაგვჭირდება:
2 ბურგერის ფუნთუშა (უმჯობესია მარცვლოვანი იყოს)
1 კიტრი
რუკოლას ფოთლები
2 ს.კ. ჰუმუსი
2 ს.კ. სალსა როჰა
1 თავი წითელი ხახვი
6 ცალი ფალაფელი
2 ნაჭერი ყველი გაუდა
ფუნთუშა გავჭრათ შუაზე, შევათბოთ ღუმელში ან მოვბრაწოთ ტაფაზე, ქვედა მხარს წავუსვათ ჰუმუსი, ძედას კი-სალსა.
დავდოთ ქვედა ფენაზე 3 -3 ფალაფელი, თითო ნაჭრი გაუდა, შემდეგ თხლად დაჭრილი კიტრი, რუკოლა, ისრებად დაჭრილი ხახვი და დავაფაროთ ფუნთუშას ზედა ნაწილი.
გემრიელად მიირთვით!