გლოგი - შვედური გლინტვეინი
შტოლენი, ჯინჯერის და თაფლის კვერები და სხვა ტკბილეულის განუყრელი მეგობარი საშობაოდ გემრიელი და არომატული ცხელი წითელი ღვინის სასმელი-გლინტვეინია.
გლინტვეინის მომზადება ჩვენ კარგად ვიცით, დღეს კი მის ახლო ნათესავს, სკანდინავიურ გლოგს მოვამზადებთ.
გლოგს შვედეთში, ფინეთში, ესტონეთში და ლატვიაში საშობაოდ პატარა ფინჯნებით მიირთმევენ. მას ისევე, როგოც გლინტვეინს წითელი ღვინის ბაზაზე ამზადეენ, უმატებენ არომატულ სუნელებს და, ასევე, ნუშს და ქიშმიშს. გლოგთან სკანდინავიაში თაფლის კვერებს და მწიფე ობიან ყველს მიირთმევენ.
დაგვჭიდება:
750 მლ წითელი მშრალი ღვინო
100 გ თაფლი
2 ჩხირი დარიჩინი
1-2 მიხაკის ბუტონი
1 ფორთოხლის ცედრა
50 გ კონიაკი
100 გ ქიშმიში
100 გ ნუში
ღვინო და კონიაკი ქვაბში ჩავასხათ და მივიყვანოთ ადუღებამდე, მაგრამ არ ვადუღოთ, ალკოჰოლი ორმ არ ართქლდეს. დავუმატოთ სუნელები, ცედრა, ქიშმიში და კანგაცლილი ნუში. გამოვრთოთ ქურა, დავაფაროთ ქვაბს თავსახური და გავჩეროთ ასე მინიმუმ ნაევარ საათი, სასმელს არომატები და გემოები კარგად რომ გაუჯდეს, შემდეგ კი ჩამოვასხათ მომცრო ზომის ჭიქებში ისე, რომ ყველგან ცოტ-ცოტა ნუში და ქიშმიშიც მოხვდეს და მივირთვათ მეგობრებთან ერთად.
ბედნიერ შობას გისურვებთ!