ფალაფელი ტომატის და ქარის სოუსით
დაგვჭირდება:
8-10 ფალაფელი
1 დიდი ქილა პომიდორი თავის წვენში
100 მლ ქოქოსის რძე
პატარა ნაჭერი ჯანჯაფილის ფესვი
დანის წვერზე-ქარი
დანის წვერზე-ხმელი ჯანჯაფილი
0,5 ჩ.კ. ხმელი ხახვი
1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
მარილი
ფალაფელი მოვბრაწოთ ზეთში, შემდეგ დავუმატოთ დასრესილი პომიდორი თავის წვენში, ქოქოსის რძე და სანელებლები. ვთუშოთ დაბალ ცეცხლზე ერთი 10 წუთი, შევაზავოთ მარილით და გამოვრთოთ ქურა.
თხლად დავჭრათ ჯანჯაფილის ფესვი და მვაყაროთ ფალაფელს მირთმევის წინ.
ძალიან მოუხდება ბრინჯის გარნირი
გემრიელად მიირთვით!